პუტინი: 2030 წლისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებმა რუსეთის ცხოვრების საშუალო დონეს უნდა მიაღწიონ

„2030 წლისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებმა რუსეთის ცხოვრების საშუალო დონეს უნდა მიაღწიოს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

„2030 წლისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებმა ყველა ძირითადი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, ადამიანების ცხოვრების ხარისხის მიხედვითაც კი, რუსეთის ცხოვრების საშუალო დონეს უნდა მიაღწიონ“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მან აღნიშნა, რომ ეს მოითხოვს საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვისა და სპორტული ობიექტების აღდგენას ან რეკონსტრუქციას, გზების, საბინაო და საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების, ასევე, მთელი სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ღირსეული ანაზღაურებით.