კაროლ ნავროცკი: წინააღმდეგი ვარ უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანების

პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ ისაუბრა.

პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

როგორც მან აღნიშნა, ის წინააღმდეგია უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანების.

„დღეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ის საომარ მდგომარეობაშია. მე წინააღმდეგი ვარ უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანების. ბევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, წლების განმავლობაში ელოდებოდა ევროკავშირის კონკრეტული მოლოდინების დაკმაყოფილებას, მის ნაწილად ყოფნას“, – აცხადებს ნავროცკი.