რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბარი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
„ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 2 ივლისს თითქმის 3 წლის შემდეგ პირველად პუტინსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„მაკრონთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს, ქმნიდნენ ანტირუსულ დასაყრდენს უკრაინაში, ამართლებდნენ რუსულენოვანი მცხოვრებლების უფლებების დარღვევას და ახლა ატარებენ სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების პოლიტიკას და კიევის რეჟიმს სხვადასხვა თანამედროვე იარაღით ამარაგებენ“, – წერს რუსული მედია.