სად ელოდებიან მეგამიწისძვრას, რომელსაც შესაძლოა 300 000 ადამიანი შეეწიროს – სამთავრობო კომისიის დასკვნით მიწისძვრის ალბათობა 82%-ია

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლო “მეგამიძვრის” შედეგების შესაბსუბუქებლად ბევრად უკეთ უნდა მოემზადონ, რათა დაღუპულთა რიცხვი 300 000-მდე შემცირდეს. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიწისძვრების პროგნოზირება უკიდურესად რთულია, თუმცა იანვარში, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც ნანკაის ღარში მომდევნო 30 წლის განმავლობაში ძლიერი ბიძგების ალბათობა 75-82 პროცენტია.

მარტში მთავრობამ ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ასეთ მეგამიწისძვრას და მის შემდგომ ცუნამს შეუძლია 298 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და 2 ტრილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს.

2014 წელს, კატასტროფების მართვის ცენტრალურმა საბჭომ გამოსცა მზადყოფნის გეგმა, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ზომებს, რომლებიც სიკვდილიანობას 80 პროცენტით შეამცირებდა. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები ახლა მხოლოდ 20 პროცენტით შეამცირებს მსხვერპლთა რაოდენობას.

სამშაბათს გამოქვეყნდა მზადყოფნის განახლებული გეგმა, სადაც რეკომენდირებულია ძალისხმევის დაჩქარება, მათ შორის, სანაპიროების გამაგრება და საევაკუაციო შენობების მშენებლობა, ასევე უფრო რეგულარული წვრთნები მოსახლეობის მზადყოფნის გაზრდის მიზნით.