ზახაროვა: ბევრია ისეთი, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს

რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“, – აღნიშნავს ზახაროვა.