28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.
უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავარიას ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვაც, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო.
ფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა თავის საცოლეზე, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.
ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. ფეხბურთელი გასულ სეზონში „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ივნისში კი პორტუგალიას ერთა ლიგის ფინალში გამარჯვებაში დაეხმარა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პედრო პროენკა დიოგუს გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა: „პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია და მთელი პორტუგალიური ფეხბურთი სრულიად განადგურებულია დიოგუ ჟოტას და ანდრე სილვას გარდაცვალების გამო. დიოგუ, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თითქმის 50 ინტერნაციონალიზაციის მატჩით იყო გამორჩეული მოთამაშე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც ყველა თანაგუნდელი და მოწინააღმდეგე პატივს სცემდა. ჩემი და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიოგუსა და ანდრე სილვას ოჯახებისა და მეგობრების, ასევე „ლივერპულისა“ და „პენაფიელის“ მიმართ“.