ლავროვი – ის, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, არა? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა. ამიტომ, ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Fox News-ის ჟურნალისტს განუცხადა.
ამ სიტყვებით მარკ რუტე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლავროვს სთხოვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, სიტყვების კომენტირება, რომლის მიხედვითაც პუტინის რეჟიმი თანამედროვე „შეიარაღების რბოლის“ შედეგად კოლაფსს ელის, ლავროვმა განაცხადა:
„ალბათ, რადგან ის ასეთი პროგნოზირებადია, ვარაუდობს, რომ ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის კატასტროფული, ჩემი აზრით, ზრდაც ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.