ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარების კავშირზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირების პირად ცხოვრებას და ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარების კავშირზე ისაუბრა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აქ საუბარი არ არის იმ ფაქტზე, რომ უქორწინებლობის აღთქმა დადებულ სასულიერო პირებს არ შეუძლიათ პირადი ცხოვრების ქონა.

„ცოტა ხნის წინ კითხვები გაჩნდა ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი აქვს სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ქვეყანაში არსებულ ოპერატიულ ვითარებასთან. მაგრამ ნება მიბოძეთ პირად ცხოვრებასა და ოპერატიულ სიტუაციას შორის კავშირის მხოლოდ ერთი ეპიზოდი წარმოგიდგინოთ. ბოლო წლებში გამოვლინდა ორ ათეულზე მეტი შემთხვევა, როდესაც უცხოურმა სადაზვერვო სამსახურებმა სომხეთის მოქალაქეები გადაიბირეს, მათი პირადი და ინტიმური ცხოვრების სუსტი ადგილების გამოყენებით. არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ბევრ ასეთ შემთხვევას უკავშირდება, რომელთაგან ზოგიერთზე სასამართლოში არის ძიება, დანარჩენზე კი გამამტყუნებელი განაჩენი გვაქვს გამოტანილი. აქ არის კავშირი „პირად ცხოვრებასა“ და ოპერატიულ სიტუაციას შორის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.