(ვიდეო) “ტორტი ერთად გაჭრეს… სპორტული ძმობა” – გურამ თუშიშვილი ვლადიკავკაზში ჩავიდა და ტასოევის (ვისთანაც ამის წინ ფინალში დამარცხდა) ჩემპიონობა აღნიშნა: ზეიმს ესწრებოდა სამხრეთ ოსეთის პრემიერიც

19 ივ­ნისს, რუს­მა ძი­უ­დო­ის­ტმა, ინალ ტა­სო­ევ­მა, ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 100კგ-ზე მეტ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და ფი­ნალ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა.

"ტორტი ერთად გაჭრეს... სპორტული ძმობა" - გურამ თუშიშვილი ვლადიკავკაზში ჩავიდა და ტასოევის ჩემპიონობა აღნიშნა: ზეიმს ესწრებოდა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერიც

2 ივ­ლისს ტა­სო­ე­ვი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში დაბ­რუნ­და. აე­რო­პორ­ტში მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი დახ­ვდნენ. ზე­ი­მი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვლა­დი­კავ­კა­ზის რეს­ტო­რან Торне-ში გაგ­რძელ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­კავ­კაზ­ში ჩა­ვი­და გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლიც და ტა­სო­ევ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა მე­ტო­ქის ჩემ­პი­ო­ნო­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ ჭრი­ან ტა­სო­ე­ვი და თუ­შიშ­ვი­ლი ერ­თად ტორ­ტს.

“აი, ისიც – სპორ­ტუ­ლი ძმო­ბა”, – წერს წერს Judo News Online “ტე­ლეგ­რა­მის” არხზე და გა­მომ­წე­რებს ვი­დე­ოს უზი­ა­რებს:

ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინალ ტა­სო­ევს ვლა­დი­კავ­კაზ­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა გა­დას­ცა. ზე­იმს ასე­ვე ეს­წრე­ბო­და  “სამ­ხრეთ ოსე­თის” ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კონ­სტან­ტინ ჯუსო­ე­ვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუსი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ტურ­ნი­რებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ნე­იტ­რა­ლურ სპორ­ტსმე­ნე­ბად ას­პა­რე­ზო­ბენ.

წყარო: ambebi.ge