„ასეთი შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას – ბიზნესმენებს გადაგვიხადა მადლობა ბიუჯეტის შევსებისთვის“ – ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას.

„ცოტა კითხვები დაისვა, თუმცა ასეთ შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას,“ – აღნიშნა ჭყონიამ.

კითხვაზე, დაისვა თუ არა შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ჯაფარიძის საკითხი, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მათი საქმის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე შედგა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან მსგავსი შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაც გამართა. მაშინ შეხვედრის თემა – ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბარი იყო.