ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანი დატოვეს და უკვე, ვენაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი დღეს უსაფრთხოდ გაემგზავრა ირანიდან და ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დაბრუნდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინსპექტორები თეირანში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტის შედეგად, ირანის რამდენიმე ბირთვული პროგრამის შემქმნელი ობიექტი დაიბომბა.
გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ ირანში მონიტორინგი საჭიროებისამებრ აწარმოოს.