მოსკოვსა და ბაქოს შორის კრიზისი მწვავდება: რით შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება?

ეკა­ტე­რინ­ბურ­გში ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ბა­ქო­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია , თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და.

აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის მორჩილი პარტნიორის როლის თამაშს - მოსკოვსა და ბაქოს შორის კრიზისი მწვავდება: რით შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება?

ბაქო დიდ ხა­ნია ცდი­ლობ­და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­ე­სუს­ტე­ბი­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და ყო­ფი­ლი მეტ­რო­პო­ლი­ის­თვის თა­ნას­წორ პარტნი­ო­რად ქცე­უ­ლი­ყო.

  • რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ბა­ქოს კა­მა­თი კრემლთან?

რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რის ვი­ზი­ტის გა­უქ­მე­ბა, რუ­სე­თის ძა­ლოვ­ნე­ბის მი­მართ წა­მე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი, ბა­ქო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­ბის ცემა, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ოფი­სის დარ­ბე­ვა და რუ­სე­თის ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას­თან შე­და­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ში – ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ ნა­ბი­ჯე­ბი­სა, რაც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დად­გა, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში ძმებ სა­ფა­რო­ვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

ასე­თი პა­სუ­ხი მოს­კო­ვის­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. კრემ­ლმა მას დე­მარ­ში უწო­და, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მე­დი­ამ კი ღიად გა­მო­ხა­ტეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმ მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს­გან მო­დი­ო­და.

“მოს­კოვ­სა და ბა­ქოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ხა­სი­ათს ატა­რებს და ეს ზო­გი­ერთ ძა­ლას არ მოს­წონს“, – გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა კი და­ა­მა­ტა:

“რუ­სე­თი არას­დროს და­მუქ­რე­ბია და არც მო­მა­ვალ­ში და­ე­მუქ­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს”.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ად­რეც ხდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად: 2021 წელს, ნო­ვო­სი­ბირსკში, და­კა­ვე­ბი­სას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხოლო 2020 და 2023 წლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბებს რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვა მოჰ­ყვა, ამ მას­შტა­ბის რე­ზო­ნან­სი მხო­ლოდ ივ­ნის­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას მოჰ­ყვა.

თუმ­ცა, ეკა­ტე­რინ­ბურ­გის ინ­ცი­დენ­ტი უფრო კრი­ზი­სის სიმპტო­მია, ვიდ­რე მი­ზე­ზი, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ უთან­ხმო­ე­ბა, რო­მე­ლიც 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, რუ­სე­თის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის მიერ შეც­დო­მით ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვით და 38 და­ღუ­პუ­ლი მგზავ­რით და­ი­წყო, ჯერ კი­დევ არ აღ­მო­ფხვრი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, ილ­ჰამ ალი­ე­ვის­თვის ეს არა­საკ­მა­რის აღ­მოჩ­ნდა, იგი რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბა­სა და დე­ტა­ლურ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვ­და.

2025 წლის ივ­ლის­ში, ერთ-ერ­თმა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­ზეც, თით­ქოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თვითმფრი­ნავ­ზე რუ­სუ­ლი რა­კე­ტის მოხ­ვედ­რის მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი. ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა წე­რი­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის ოფიც­რის­გან, რო­მელ­მაც გას­რო­ლის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, თუმ­ცა წყა­რო ვერ ადას­ტუ­რებს ვი­დე­ო­სა და წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბას.

გარ­და ამის დღე­ვან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში თა­ვის როლს ას­რუ­ლებს კრემ­ლის სურ­ვი­ლი, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მთა­ვა­რი მო­თა­მა­შის პო­ზი­ცია, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სურ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ილ­ჰამ ალი­ე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და და ეკო­ნო­მი­კუ­რი/ სამ­ხედ­რო ძა­ლით სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და. ამას და­ე­მა­ტა 2020 წლის ომში გა­მარ­ჯვე­ბა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დაბ­რუ­ნე­ბა 2023 წელს, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­სავ­ლეთ­თან, ირან­თან, თურ­ქეთ­თან და ის­რა­ელ­თან კი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გაზ­რდა.

“რუ­სე­თი იერ­არ­ქი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბა, მაგ­რამ ბაქო არ არის თა­ნახ­მა მორ­ჩი­ლი პარტნი­ო­რის როლი მო­ირ­გოს“ – აცხა­დებს ექ­სპერ­ტი ზაურ ში­რი­ე­ვი.

  • სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლი

თა­ვის მხრივ მოს­კოვ­საც აქვს მი­ზე­ზი ბა­ქო­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყოს. 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ალი­ევ­მა და პუ­ტინ­მა მო­კავ­ში­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას მო­ა­წე­რეს ხელი, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე არ გამ­ხდა­რა – ის დღემ­დე უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და კი­ევს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას უგ­ზავ­ნის.

მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში მოს­კო­ვი ძლი­ერ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მსგავს მო­კავ­ში­რე­ებ­ზე, რო­მე­ლიც იმ “ჩრდი­ლო­ეთ-სამ­ხრე­თის“ სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფან­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც რუ­სეთს აზი­ურ ბაზ­რებ­თან აკავ­ში­რებს და ბა­ქოც მშვე­ნივ­რად იყე­ნებს ამ ფაქტს.

გარ­და ამი­სა მოს­კოვ­სა და ბა­ქოს სა­ერ­თო იდე­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც აკავ­ში­რებთ, – აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი ჯო­შუა კუ­ჩე­რა – კერ­ძოდ, და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­კი­თხებ­ში, რაც ორი­ვე ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში აღიქ­მე­ბა, რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თი ფა­რი­სევ­ლუ­რად იყე­ნებს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად.

  • უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ, სომ­ხეთ­თან ერ­თად

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა მალე დამ­თავ­რდეს, ზაურ ში­რი­ე­ვის აზ­რით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და რუ­სე­თის მყარ ურ­თი­ერ­თო­ბებს პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, მისი თქმით, ბა­ქო­ში ეს­მით, კრემლში ამ­ჟა­მად ით­მე­ნენ მე­ზობ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვას, მაგ­რამ თუკი უკ­რა­ი­ნა­ში ომი დამ­თავ­რდე­ბა და რუ­სე­თი რე­სურ­სებს აღიდ­გენს, იქ ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­უძ­ლი­ათ აზრი შე­იც­ვა­ლონ. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­აზ­რე­ბა ბა­ქოს უბიძ­გებს ერე­ვან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მო­ოს და გარ­კვე­ულ კომ­პრო­მის­ზეც კი წა­ვი­დეს.

ამ­ჟა­მად სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი ჩიხ­შია შე­სუ­ლი და მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­თხოვ­ნა – შე­იც­ვა­ლოს სომ­ხე­თის კონ­სტი­ტუ­ცია. ფა­ში­ნი­ა­ნი მზა­დაა წა­ვი­დეს ამ ნა­ბიჯ­ზე, თუმ­ცა ეს რე­ფე­რენ­დუმს სა­ჭი­რო­ებს, რო­მე­ლიც 2026 წლის ივ­ნის­ზე ადრე არ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს და მისი შე­დე­გიც არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. კრი­ზი­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა კი პირ­ველ რიგ­ში ისევ რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, ამი­ტომ ბა­ქო­ში ფა­ში­ნი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდ სიფრ­თხი­ლეს იჩე­ნენ, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­ზე ზედ­მეტ­მა ზე­წო­ლამ შე­იძ­ლე­ბა მისი პრო­რუ­სი ოპო­ნენ­ტე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ბა­ქოს­თვის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. ერე­ვან­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ყოფ­ნა კი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­სუს­ტებ­ლად.