აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. 20-ზე მეტი ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბავშვები საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა მეტი იყოს.
ამ დროისთვის 237 ადამიანია ევაკუირებული.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მომხდარს კატასტროფა უწოდა და მაშველებს ყველა აუცილებელი რესურსის გამოყოფას დაჰპირდა.
ტეხასის შტატში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია.