SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილონ მასკმა საკუთარი პარტიის შექმნა გამოაცხადა.
„დღეს შეიქმნა „ამერიკის პარტია“, რათა დაგიბრუნოთ თავისუფლება“, – დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში იმ გამოკითხვის შედეგების შემდეგ, რომელიც მანამდე ჩაატარა და რომელშიც დაახლოებით 1.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის მონაწილეთა 65%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იდეას „ორპარტიული სისტემისგან დამოუკიდებლობის შესახებ“. „გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია? და თქვენ ის გექნებათ!“ – განაცხადა მასკმა და დასძინა: „როდესაც საქმე ფლანგვისა და კორუფციის გამო ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ეხება, ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში“.
ონლაინ-გამოკითხვა მასკმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდ და მშვენიერ“ საგადასახადო კანონს მოაწერა ხელი, რომელიც არც სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდას გამორიცხავს. ინიციატივამ მასკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია და მისი და თეთრი სახლის ხელმძღვანელს საჯარო კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდა.
ამ ეტაპზე უცნობია დაარეგისტრირა თუ არა მასკმა პარტია ოფიციალურად.