იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც საკუთარი ინტერესები ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა.
„როდესაც საკითხი იყო დაკავშირებული სანქცირებულ ადამიანთან შეხვედრაზე, ბატონ ივანიშვილს ჰქონდა განცდა, ამავდროულად, ასეთი აღქმაც შეიძლება გაჩენილიყო, რომ პირადი მოტივიდან გამომდინარე მოუწევდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუ პასუხის გაცემა. როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, მთავარია ქვეყნის ინტერესები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი ელჩი დანიგანი ამ განცხადებას აკეთებს. ან ვერ გაუგია უარის მიზეზი, ან მიზანმიმართულად არის აღნიშნული საკითხი გავრცელებული. რომ არ შევიდეთ კონსპირაციებში, ქალბატონ ელჩს ვურჩევდით, რომ სჯობს ახალი თარჯიმანი აიყვანოს, რომელიც უკეთ გადაუთარგმნიდა შესაბამის პასუხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.