აშშ-ის თავდაცვის სისტემიდან უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის 10 რაკეტა გაეგზავნება. ბრძანება უკვე გაცემულია და მას ამერიკის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას Axios აქვეყნებს.
გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკუთარ თანაშემწეებთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, რამდენიმედღიანი კონსულტაცია გაიარა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის იარაღის მიწოდება შეაჩერა, მათ შორის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ჩამჭრელი სისტემებისაც. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ამერიკას მოუწევს მეტი იარაღის გაგზავნა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას“.
გადაწყვეტილება ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მალევე, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, სანამ ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“.
მიუხედავად ამისა, ტრამპი და მისი გუნდი ცდილობს მარტივად არ დათმოს „პეტრიოტის“ ჩამჭრელი სისტემები და ევროპასაც მოუწოდებს, რომ დაეხმაროს უკრაინას. „ევროპელებმა მეტი ფული და მატერიალური საშუალებები უნდა გამოაგზავნონ და ამერიკის დახმარების იმედად არ უნდა იყვნენ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.