„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, არ შეესაბამება მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს“- რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს.

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვს დრო დასჭირდება იმის გასარკვევად, რა იარაღს აწვდის და მიაწვდის შეერთებული შტატები უკრაინას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს კიევში მეტი იარაღის გაგზავნა მოუწევს.

„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, არ შეესაბამება მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.