“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – ხუხაშვილი

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და.

"რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა" - ხუხაშვილი

  • ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი საბ­რალ­დე­ბო დას­კვნაა.

“თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი არის საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ის ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბრალს სდებს ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში ყოფ­ნის გამო, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გამო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა ფორ­მით აკე­თებ­და ამას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იც­ნობს ერ­თა­დერთ ფორ­მას – ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­სა და გა­სა­მარ­თლე­ბას და თუ ეს ხდე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რად, ეს უკვე არის კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა და მეტი არა­ფე­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა”, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის შემ­თხვე­ვა და ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ორი­ვეს მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც, მისი აზ­რით, დიდ ფულს უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

“ჩემი ვერ­სია არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი – ამათ, ყვე­ლას, გარ­კვე­ულ წრეს ფულს სთხო­ვენ, თუ არა და პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ. მე ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლის საქ­მეც ამ სის­ტე­მუ­რი, შიდა შე­ტე­ვის ნა­წი­ლია იმი­ტომ, რომ აე­რო­პორ­ტში გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლის ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის საქ­მე­ზე და­პა­ტიმ­რე­ბა ძა­ლი­ან აბ­სურ­დუ­ლი თე­მაა. ბუ­ნებ­რი­ვია, ის არ ილა­პა­რა­კებს და არ იტყვის, რომ ჩა­უ­დეს. მე ვფიქ­რობ, რომ ის, უბ­რა­ლოდ, სა­ზღვარ­ზე არ გა­უშ­ვეს და აქე­დან უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისიც ამ “სა­ლა­როს შევ­სე­ბის” კომ­ბი­ნა­ცი­ის ნა­წი­ლი გახ­და პირ­და­პირ ან ირი­ბად. შე­იძ­ლე­ბა, თვი­თონ არ არის ამ საქ­მის ფი­გუ­რან­ტი, მაგ­რამ მისი წრი­დან ვი­ღა­ცა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ტე­ვა და ის მოჰ­ყვა ამ საქ­მე­ში”, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.