ემანუელ მაკრონის ფოტოები უინძორის ციხესიმაგრეში გამართული წვეულებიდან სოციალურ ქსელს იპყრობს

სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ქცევამ. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მან ქეით მიდლტონთან ფლირტი „გაბედა“. ის ქეითს თვალს ვერ სწყვეტდა და გამუდმებით უღიმოდა.

ქეითი და მაკრონი

ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ბანკეტზე იმყოფებოდა, რომელიც სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიზიტის პატივსაცემად, უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა.

ამის ფონზე, სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა საუბარი ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე.

ბრიჯიტმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის პირველი ლედი თვითმფრინავიდან, მეუღლე მას ხელს აწვდის, რათა დაეხმაროს ტრაპიდან ჩამოსვლაში, თუმცა, 72 წლის ბრიჯიტი აშკარად უარს ეუბნება მას და მის ჟესტს „აიგნორებს“.