რუსეთი და აშშ მალე შეათანხმებენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე კონსულტაციების მესამე რაუნდის ვადებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, მალე გადავწყვეტთ კონსულტაციების მესამე რაუნდის თარიღებს, სადაც განხილული იქნება წმინდა ორმხრივი საკითხები, იგივე გამაღიზიანებლები, როგორც მათ ბოლო დროს უწოდებენ“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, რუსეთ-აშშ-ის ორმხრივ დღის წესრიგში შეყოვნება არ არის, მხოლოდ ტექნიკური პაუზაა