აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მოლდოვის გარდა, ტარიფების შესახებ წერილი კიდევ შვიდ ქვეყანას გაუგზავნა. ესენი არიან ფილიპინები, ბრუნეი, ალჟირი, ერაყი, ლიბია, შრი ლანკა და ბრაზილია.
ცნობილია, რომ 30-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება ლიბიაზე, ერაყზე, ალჟირზე და შრი ლანკაზე, 25-პროცენტიანი ტარიფი ბრუნეიზე, 20-პროცენტიანი კი ფილიპინებზე. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელზე 50-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება, რაც ასევე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.
ტრამპმა ბრაზილიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრაზილიაში ამერიკული პლატფორმების ცენზურა დაასახელა.