“ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის შემუშავებითაა დაკავებული, რომლის გამოყენებას სამხრეთ კორეასთან გეგმავს” – რისთვის ემზადება კიმ ჩენ ინი: მედია დეტალებზე წერს

“ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­მუ­შა­ვე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ის სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან ბრძო­ლის ველ­ზე, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის პი­რო­ბებ­ში გეგ­მავს,“ – ამის შე­სა­ხებ telegraph-ი ჩრდი­ლო კო­რე­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლურ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

"ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის შემუშავებითაა დაკავებული, რომლის გამოყენებას სამხრეთ კორეასთან გეგმავს" - რისთვის ემზადება კიმ ჩენ ინი: მედია დეტალებზე წერს

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ უკვე ჩა­ა­ტა­რა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი ქო­ბი­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის საც­დე­ლი გაშ­ვე­ბა და საფრ­თხის ეს­კა­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მათი გამ­შვე­ბის და­ნად­გა­რე­ბის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე გან­თავ­სე­ბას გეგ­მავს.

“კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი სულ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ქი­მი­ურ ია­რაღს, რო­გორც სტრა­ტე­გი­ულ შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტორს და სულ უფრო აფარ­თო­ებს კვლე­ვებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, ის სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბაა, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სარ­დლო­ბის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს“, – აღ­ნიშ­ნა წყა­რომ

  • სამ­ხრეთ კო­რე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ მე­ზო­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით 2,500-დან 5,000 ტო­ნამ­დე ქი­მი­უ­რი აგენ­ტის მა­რა­გი აქვს და მათი პროგ­რა­მა ცი­ა­ნი­დის, იპ­რი­ტის, ფოს­გე­ნის, სა­რი­ნი­სა და VX-ის მო­პო­ვე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი იმ ახა­ლი ბი­ო­ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გა­რე­შე მის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ბუ­ნებ­რი­ვია რომ ახლი ქო­ბი­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი რა­კე­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე სამ­ხრეთ კო­რეა იქ­ნე­ბა, მარ­თა­ლია 1950-იანი წლე­ბის შემ­დეგ მათ შო­რის ღია კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ორი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ფორ­მა­ლუ­რად ჯერ კი­დევ ომში იმ­ყო­ფე­ბა და კიმ ჩენ ინს არა­ერ­თხელ გა­მო­უთ­ქვამს მუ­ქა­რა, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

წყა­რო