კირილ ბუდანოვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს თავისი საბრძოლო მასალის თითქმის ნახევრით ამარაგებს

„ჩრდილოეთ კორეა რუსეთს თავისი საბრძოლო მასალის თითქმის ნახევრით ამარაგებს“, – ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

კირილ ბუდანოვი

ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სხვა შეიარაღებითაც ამარაგებს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებითა და საარტილერიო სისტემებით. მოსკოვი, თავის მხრივ, სანაცვლოდ ფულსა და ტექნოლოგიებს აწვდის და ფხენიანის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებას უწყობს ხელს.

„ეს კარგი იარაღია… ჩრდილოეთ კორეას უზარმაზარი მარაგი აქვს და წარმოება 24 საათის განმავლობაში გრძელდება“, – აცხადებს კირილ ბუდანოვი.