რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, გადასცა უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის და კიევის სხვა წარმომადგენლების ციტატები, სადაც ისინი რუსების განადგურების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
„გუშინ მარკო რუბიოს ზელენსკის, შმიგალის, ერმაკისა და პოდოლიაკის ციტატების მცირე კრებული გადავეცი, სადაც რუსეთის განადგურების აუცილებლობაზე პირდაპირ საუბრობენ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.