საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ტიერი ბურკარდმა განაცხადა, რომ რუსეთი „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.
მისი თქმით, „ეს არის ნამდვილი კონვენციური და ბირთვული ძალა“, რომელსაც „სრულყოფილი არმიის მოდელი აქვს“.
გენერალმა ბურკარდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არ ეშინია ამერიკის სრულად გასვლის“ – „ეს მათ ინტერესებში არ შედის“ – „ევროპელებისთვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობა არსებითია“, რადგან „უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება“.
„უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება“, – დასძინა მან.