სერგეი ლავროვი: ევროპის ხელმძღვანელობას რუსეთთან ომი სურს

გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის რიტორიკა აჩვენებს, რომ ევროპის ხელმძღვანელობას რუსეთთან ომი სურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვი

„ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ბოლო განცხადებები და ქმედებები მიუთითებს, რომ პოლიტიკოსების ამჟამინდელმა კლასმა, რომლებიც ამ და სხვა რიგ ქვეყნებში ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაივიწყეს ისტორიის გაკვეთილები, დაივიწყეს დასკვნები, რომლებიც მთელმა კაცობრიობამ გამოიტანა ისტორიის ამ გაკვეთილებიდან“, – აღნიშნა მან.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მზადაა, ევროპა მოსკოვთან არაჰიბრიდული ომისკენ კიდევ ერთხელ წაახალისოს.

მან, ასევე, სრული აბსურდი უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი სამყაროსთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს.