The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებებს უგზავნის 1 107 საჯარო მოხელესა და 246 საგარეო სამსახურის ოფიცერს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მუშაობენ.

საგარეო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხება, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული შვებულებით 120 დღით, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დაკარგავენ სამსახურს.