ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ ვიღებთ უმაღლესი დონის პოლიტიკურ სიგნალებს – კარგ სიგნალებს, აშშ-დან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მოხსენების მიხედვით, იარაღის მოწოდება განახლებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კონკრეტულად რა შეიარაღებაზეა საუბარი, ზელენსკიმ არ დააკონკრეტა. „ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებს“, – განაცხადა მან.
1 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების და სხვა შეიარაღების მიწოდება შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ აშშ-ში ამ ტიპის შეიარაღება საკმარისი არ არის.
8 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გაგზავნას დათანხმდა. 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას კვლავ აწვდის 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს და მობილურ რეაქტიულ სისტემებს GMLRS.