ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი არა პოლიციელის თავდასხმისთვის, არამედ ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.
„გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით“, – აღნიშნავს ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი.