კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარეტ უორდის განცხადებას.

ირაკლი კირცხალია

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბევრ დიპლომატს დიპლომატიის არსი დაავიწყდა და ასევე, რას ნიშნავს იყო დიპლომატი.

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დიპლომატიის არსი და დაავიწყდა, რას ნიშნავს იყო დიპლომატი და ეწეოდე დიპლომატიურ საქმიანობას, ხელმძღვანელობდე დიპლომატიურ მისიას მასპინძელ ქვეყანაში. ეს არის სრულიად სტანდარტის არ არსებობა, რასაც ისინი აკეთებენ და არაერთხელ გვითქვამს კონკრეტული ელჩების მიმართებით – დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი, გაწევრიანდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დე ფაქტოდ, ეს ხალხი ამას აკეთებს“, – აღნიშნავს კირცხალია.

Share on Facebook