კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდის.
„ბევრი სიტყვა ითქვა იმის შესახებ, თუ რამდენად ძვირია ეს [„პეტრიოტი“] და ა.შ. ახლა ისე გამოდის, რომ მიწოდების ფასებს ევროპა გადაიხდის. რაღაცას გადაიხდის, რაღაცას – არა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამერიკა იარაღს და სამხედრო ტექნიკას უკრაინას აწოდებდა და ახლაც აწვდის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის კით კელოგის უკრაინაში ვიზიტს, პესკოვმა აღნიშნა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი კელოგი, როგორც ტრამპის წარმომადგენელი, განაგრძობს შუამავლობის მცდელობებს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ფარგლებში“.