დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დაუსრულებია.

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია

„იმედგაცრუებული ვარ მისით, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვარ. ოთხჯერ გვქონდა შეთანხმება, შემდეგ კი სახლში მიდიხარ და ხედავ, რომ კიევში მოხუცებულთა თავშესაფარს თავს დაესხნენ. რა ჯანდაბისთვის იყო ეს ყველაფერი? შესანიშნავი საუბარი გვაქვს, ვამბობ: „კარგია, ვფიქრობ, რომ დასრულებასთან ახლოს ვართ“ და შემდეგ ის კიევში შენობას ანგრევს“, – განაცხადა ტრამპმა BBC-სთან ექსკლუზიურ სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „მე თითქმის არავის ვენდობი“.

ამასთან, კითხვაზე, როგორ მიაღწევს იმას, რომ პუტინმა სისხლისღვრა შეაჩეროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვმუშაობთ ამაზე“.