უკრაინის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულება შეცვლილია, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების მომხრეა.
ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი” წერს და დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ივლისის საუბრის დამატებით დეტალებს ასაჯაროებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ჰკითხა, შესძლებს თუ არა უკრაინა მოსკოვზე იერიშს.
„ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?”, – იკითხა დონალდ ტრამპმა, რაზეც უკრაინის ლიდერმა დადებითად უპასუხა.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდი”, – უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.