უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უკრაინის ლიდერებს სანქციები დაუწესოს.
როგორც ორბანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საუბარი ეხება 45 წლის უკრაინის კარპატის ოლქის მკვიდრის, ეთნიკურად უნგრელი ადამიანის, იოჟეფ შებეშტიენის სიკვდილს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შებეშტიენი უკრაინელ სამხედროებს იძულებით მიჰყავდათ ომში, მან წინააღმდეგობა გაუწია და გარდაიცვალა. ორბანი ამტკიცებს, ეთნიკურად უნგრელი უკრაინის მოქალაქე სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა ცემით მოკლეს.
„იოჟეფ შებეშტიენი კარპატებში იძულებითი მობილიზაციის დროს ცემით მოკლეს. დღეს უნგრეთის მთავრობამ მოუწოდა ბრიუსელს დაუყოვნებლივ ჩასვას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სასანქციო სიაში უკრაინელი ლიდერები, რომლებიც იოჟეფ შებეშტიენის სიკვდილზე პასუხისმგებელნი არიან“, – დაწერა ორბანმა.