„პირობას თუ დებთ, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობას თქვენც იღებთ, არა?“, – მიმართავს კაია კალასი აშშ-ს და მოუწოდებს, ჩაერთოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, მისასალმებელია ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იარაღის ნატოსთვის მიყიდვისა და შემდეგ, უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე, თუმცა აუცილებელია, რომ სამხედრო დახმარების გაწევის პროცესში, აშშ-ც იყოს ჩართული.
„ჩვენ თუ ვიხდით ამ იარაღის ღირებულებას, ე.ი. ევროპა ეხმარება უკრაინას და არა – ამერიკა. გამოდის, რომ ეს ჩვენგან, ევროკავშირისგან გაწეული მხარდაჭერაა. მართლაც ასეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებს აღემატება“, – ამბობს კაია კალასი და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მაც მიიღოს მონაწილეობა იარაღის შესყიდვის პროცესში.
„თქვენ თუ პირობას დებთ, რომ მიაწვდით უკრაინას იარაღს, მაგრამ ღირებულებას ჩვენ, ევროპა გადავიხდით, გამოდის, რომ მას თქვენ კი არა, ჩვენ – ევროპა ვეხმარებით, არა?“, – მიმართა კალასმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.