ლინდსი გრემი: „თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის ევროპელების დაფინანსებით გაგზავნის შესახებ, სასიამოვნო ამბავი იყო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის სენატორი-რესპუბლიკელი ლინდსი გრემი

ამერიკელი სენატორის აზრით, ასევე, მნიშვნელოვანი იყო ტრამპის ულტიმატუმი, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდება, 100%-იანი ტარიფები დაუწესდება ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.

„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ“, – წერს სენატორი.