რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს უკრაინაში წინსვლისთვის გამოიყენებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული არხის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღესა ან კვირაში გააძლიერებენ საზაფხულო შეტევების ინტენსივობას.
CNN-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტს ფრონტის ხაზზე 160 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული; მათი ინფორმაციით, რუსეთი კარგ პოზიციაშია იმისათვის, რომ პოკროვსკში, კოსტანტინოვკასა და კუპიანსკში უკრაინის ჯარები ალყაში მოაქციოს.