ერაყის ქალაქ კუტში, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა. არის ბევრი დაშავებული. ასევე, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ independent იუწყება.
სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გაიხსნა. ხანძარი 16 ივლისს საღამოს დაიწყო და მისი ჩაქრობა მხოლოდ, გვიან ღამით მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა კონდიციონერმა გამოიწვია, რომელიც სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე აფეთქდა.