ბათუმში სროლა იყო: კაფეში კაცს ზურგში ესროლეს და მოკლეს

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო.

როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.

თვითლმიხლველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.