ემანუელ მაკრონი: ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, მისი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ემანუელ მაკრონი

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როგორც მაკრონი წერს, „გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას და ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით“.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ახლა ისე, როგორც არასდროს უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან.

სწორედ ამიტომ საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, კვლავ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა გასული კვირის ხუთშაბათს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე, რომელსაც 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე, პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების მიღწევის მიზნით. ამ მხრივ, მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ახალი პაკეტის მიღებას.

რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას – და ყოველთვის იდგება – უკრაინის გვერდით“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.