მედვედევმა უკრაინა უკრაინა ნაცისტურ გერმანიას და მესამე რაიხს შეადარა შეადარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინა ნაცისტურ გერმანიას და მესამე რაიხს შეადარა. მედვედევის თქმით, იქაც, ისევე როგორც უკრაინაში, ხელისუფლება არ იცვლებოდა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი

ასე უპახუსა მედვედევმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც ჰკითხა, შეიძლება თუ არა სამი „დ“-ს პრინციპი, (დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და დემოკრატიზაცია), რომელიც 80 წლის წინ პოტსდამის კონფერენციაზე ნაცისტური გერმანიისთვის იყო შემუშავებული, უკრაინის მიმართ იყოს გამოყენებული.

მედვედევის თქმით, 1945 წლის მესამე რაიხი და თანამედროვე უკრაინა მასშტაბით, მსოფლიოში საკუთარი როლით და მნიშვნელობით და სახელმწიფო იდეოლოგიით განსხვავდება, მაგრამ აშკარა მსგავსებაც არსებობს. მედვედევის აზრით, ეს არის იდენტობის კრიზისი, ღია ნაცისტური სიმბოლიკა, ხელისუფლების შეუცვლელობა, ასევე დიქტატურის სულ უფრო ნათელი ნიშნები და ეკონომიკის დეგრადაცია.