სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკავშირში ქვეყნის წარმომადგენლებს დაავალა, მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს.
ფიცოს თქმით, ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სლოვაკეთისთვის გაზის ფასებთან დაკავშირებით გარანტიებზე შეთანხმდნენ.
ფიცო აცხადებს, რომ სანქციების შემდგომი დაბლოკვა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან ევროკომისიასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობა უკვე ამოწურულია და შეფერხებები თავად სლოვაკეთის ინტერესებს აზიანებს.
„ევროკავშირის მიერ დადასტურებული გარანტიები ეხება გაზის ფასებს და შესაძლო დეფიციტს, სატრანსპორტო ტარიფებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას ფასების მკვეთრი ზრდის ან გაზის დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება კრიზისული გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, მათ შორის რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა“, – დასძინა ფიცომ.