ურსულა ფონ დერ ლაიენი: მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, ზეწოლა გრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ დაასრულებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

როგორც მან დაწერა, რუსეთზე ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს. მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ზეწოლა გრძელდება, ვიდრე პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.