ტრამპი: არსებობს პატარა ჯგუფი – „ბრიქსი“ , ის სწრაფად ქრება

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ბრიქსმა“ გავლენის დაკარგვა 10%-იანი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.

დონალდ ტრამპი

„არსებობს პატარა ჯგუფი, სახელწოდებით „ბრიქსი“. ის სწრაფად ქრება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ სურდათ დოლარის დომინირების შესუსტება, და მე ვთქვი: „ჩვენ ვაპირებთ 10%-იანი ტარიფის დაწესებას…“ ამის შემდეგ „ბრიქსმა“ ჩაატარა შეხვედრა, რომელსაც თითქმის არავინ დაესწრო“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ დამატებით 10%-იან ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდებიან.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის „ბრიქსი“ არის მსოფლიოს 5სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი.

„ბრიკსის“ ქვეყნები არიან: რაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.