გამოცემა Figaro წერს, რომ ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მაკრონს გამოკითხულთა მხოლოდ 19% ენდობა, ეს კი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ემანუელ მაკრონი 2017 წლიდანაა საფრანგეთის პრეზიდენტი. გამოცემა წერს, რომ მაკრონის რეიტინგი ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციების დროსაც დაეცა, თუმცა მაჩვენებელი 23% იყო.
კვლევის მიხედვით, დაბალია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისადმი ნდობაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერების საერთო რეიტინგი 38%-ია.