რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს მყარი საფუძველი აქვს, თუმცა ამჟამად რთულ პერიოდს გადის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ნამდვილად არსებობს მყარი საფუძველი, არსებობს ორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რთული პერიოდებია. ახლა ერთ-ერთი ასეთი პერიოდია. ვიმედოვნებთ, ეს პერიოდი გაივლის“, – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.