რუსოფობები საქართველოს მტრები არიან. საქართველოს უსაფრთხოების, გაერთიანებისა და ეკონომიკური განვითარების მტრები. გაუნათლებელი, უინტელექტო ქაჯები, რომლებიც თავისი ცნობიერებით არ განსხვავდებიან 30-იანი და 40-იანი წლების გერმანელი ნაცისტებისგან.
ფოტოზე: ყვარლის რაიონის სასაზღვრო სოფელი, სახელწოდებით სარუსო. 2011 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ამ სოფლისთვის სახელის შეცვლა გადაწყვიტა, სხვა სოფლების სახელებთან ერთად, რომლებიც, ასე თუ ისე, რუსეთს მოგვაგონებს.
არ გააჩნიათ მოსმენისა და კამათის კულტურა. როგორც შეპყრობილები ისე იგინებიან, იწყევლებიან, ილანძღებიან.
ფობიებს ზოგადად ფსიქიატრები მკურნალობენ, რუსოფობიაც ფსიქიკური აშლილობაა, რუსეთის, რუსი ხალხისა და ყოველივე რუსულის დაცინვა, შიში და ზიზღია.
მათგან ხშირად გაიგებთ: კარგი რუსი არ არსებობს, კარგი რუსი მკვდარი რუსია, ყველა რუსი უნდა ამოწყდესო და ა.შ. მათ რომ საშუალება მიეცეთ, ისევე მოექცევიან რუსებს, როგორც გერმანელი ნაცისტები ექცეოდნენ სხვა ხალხებს. იმ დონეზე შეიშალნენ რომ სიხარულს ვერ მალავდნენ, როდესაც რუსი ტურისტი ეგვიპტეში ზვიგენმა შეჭამა. ზეიმი ჰქონდათ გამართული სოციალურ ქსელებში და თუ ვინმე ამ ზეიმს არ შეუერთდებოდა, იმას აქეთ ლანძღავდნენ და მოღალატეს ეძახდნენ. წარმოგიდგენიათ?
ეს კატეგორია ასევე ამართლებდა დროშაზე დაშარდვის აქტს.
მთელ ერს ღორებს და ღრუსებს ეძახიან. როდესაც ვინმე ქართველის გალანძღვა უნდათ, რუსს ეძახიან. ანუ რუსი, როგორც ეროვნება, სალანძღავ სიტყვად აქციეს.
რუსობა სამარცხვინოა? რატომ? ვისზე ნაკლები ერის შვილები არიან? ისტორია არ აქვთ, მწერლობა, მხატვრობა, არქიტექტურა, კლასიკური მუსიკა, ბალეტი, კინო, მეცნიერება თუ რას ბოდავთ საერთოდ? ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, პუშკინის, ლერმონტოვის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვისა და სხვა უამრავი გენიოსის პატრონი ერის შვილობა როდის მერე გახდა სამარცხვინო?
სამარცხვინოები თქვენ ხართ რუსოფობები. თქვენ ქართველობასთან, კავკასიელობასთან, ქრისტიანობასთან და ზოგადად ადამიანობასთან არავითარი კავშირი არ გაქვთ. ამბობთ კიდეც არ ვარ კავკასიელი, ევროპელი ვარო. ხშირად იმასაც ამბობთ რომ ქართველობის გრცხვენიათ. თქვენი ქვეყნისა და ერის ლანძღვით სიამოვნებას განიცდით. თქვენ ფულზე გაყიდეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და კარგი ცხოვრების ილუზიით მათ გარეშე აპირებთ ევროკავშირში შესვლას.
ევროკავშირმა რომ გითხრათ აღიარეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და მიგიღებთ წევრადო, არც დაფიქრდებით, ისე აღიარებთ. და ამის მერე ვის სჯერა თქვენი პატრიოტიზმის?
ამ ბოდვებს იმეორებენ ეგრეთ წოდებული ეკლესიური ადამიანებიც, დიდ ქრისტიანობაზე რომ დებენ თავს. რას ჰქვია კარგი რუსი არ არსებობს და როგორ შეიძლება ადამიანის სიკარგე მისი ეროვნების მიხედვით განსაზღვრო?
ფარისეველი მორწმუნეები ეკლესიებში რომ დადიხართ და ხატებს რომ ეამბორებით, სადაური იყო სერაფიმ საროველი, სერგი რადონეჟელი და სხვა უდიდესი წმინდანები? ან ის მაინც თუ იცის ამ ხალხმა თუ რამდენი რუსულ-ქართული შერეული ოჯახი არსებობს? რამდენ ქართველს ჰყავს რუსი დედა, ბებია, ნათესავი, მეგობარი და ა.შ.?
მაგრამ ამ ხალხისთვის რუსეთში მცხოვრები ან თუნდაც ტურისტად ჩასული ქართველიც ხომ მოღალატედ ითვლება.
რუსოფობია უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს არსებობას. ეს და სხვა სიდამპლეები საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დაამკვიდრა, ეთნოკონფლიქტებისა და ომების პროვოცირებით, რუსუფობიის დაფინანსებით და ა.შ.
საქართველო კავკასიური და მართლმადიდებლური სახელმწიფოა, ძალიან დიდი და ღრმა კულტურით. მას არ ეკადრება ასეთ პრიმიტიულ დონემდე დაცემა. საქართველომ დიდ სამამულო ომში 700 ათასი ადამიანი გაგზავნა ფრონტზე ფაშიზმის დასამარცხებლად და 300 ათასი დაიღუპა. ამ ქვეყანაში არ არის ფაშიზმისა და ფაშისტების ადგილი.
დავით მინდიაშვილი
(საკუთარ გვერდზე “ფეისბუკში”)