უკრაინის რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, ებრძოლოს მათ, ვინც კორუფციას ებრძვის.
„კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ზელენსკიმ გადაწყვიტა, ებრძოლოს მათ, ვინც კორუფციას ებრძვის. ევროპის დროშას ამოფარებულნი ყველაფერს ანადგურებენ და აკონტროლებენ“, – აღნიშნა ალექსეი გონჩარენკომ.