საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7113 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1725 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1565 შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0671 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 ივლისს შევა ძალაში.