მამუკა მდინარაძე: გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ძალიან ამოვარდა „დიფ“ აგენტურა კალაპოტიდან

„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

მდინარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ აგენტურა კალაპოტიდანაა ამოვარდნილი.

„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება?! ძალიან ამოვარდა „დიფ“ აგენტურა კალაპოტიდან“, – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.